დინამო თბილისი შეკრებაზე მეოთხე და ბოლო ამხანაგურ მატჩს დღეს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე ყაზახეთის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსან ორდაბასისთან გამართავს. დასრულებულ ჩემპიონატში ორდაბასიმ 33 თამაშიდან დაგროვებული 58 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. შიმკენტელთათვის დინამოსთან შეხვედრა მეშვიდე იქნება შეკრებაზე. მანამდე ჩვენმა მეტოქემ ექვსი სპარინგი გამართა, შესაბამისად - 0:4 დამარცხდნენ ზაგრების დინამოსთან, ფრედ 3:3 ითამაშეს კრასნოდართან, 2:2 ჩეხურ სლოვაცკოსთან, 1:1 უკრაინულ ოლექსანდრიასთან, ისევ ფრე ოღონდ უგოლო ბალტიკასთან და 1:2 დამარცხდნენ სერბეთის დინამო ვრანიესთან. ორდაბასი 1949 წელს დაარსებული კლუბია. შიმკენტელები მანამდე სხვა და სხვა სახელით გამოდიოდნენ, 2002 წლიდან კი გუნდს დღევანდელი სახელი ეწოდება. ორდაბასი კაჟიმუკანას სახელობის 20 000- იან სტადიონზე ატარებენ საშინაო შეხვედრებს. გუნდის საუკეთესო მიღწევა ყაზახეთის ჩემპიონატში 1994 და 2017 წლებში ორჯერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლებია. 2011 წელს ორდაბასმა ეროვნული თასიც მოიპოვა. შიმკენტელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუსი ფეხბურთის სპეციალისტი - ალექსეი პეტრუშინი მუშაობს.