• Geo
  • Eng
25.04.2018
დინამომ ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა

მეორე სატურნირო დღის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა ჯენოას უმასპინძლა. გუშინდელ მატჩებში ორივე გუნდმა იმარჯვა და დღეს გამარჯვება ჯგუფში პირველადგილოსანს გაარკვევდა. მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მესამე წუთზე ზურაბ ერაძემ ზუსტი თავურით გახსნა ანგარიში. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და მეათე წუთზე მეორე გოლიც გაუტანეს სტუმრებს. ზუსტი დარტყმა გიორგი აბუაშვილმა განახორციელა. თბილისელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს და ტემპი უფრო დაამშვიდეს. მთელი პირველი ტაიმი სათამაშო ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, იტალიელები კი ცდილობდნენ სახიფათო შეტევის განხორციელებას, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არც მისულა. დინამოელებს კი უპირატესობა არ გაუშვიათ ხელიდან და მეორე ტაიმში რამდენჯერმე სახიფათოდაც შეუტიეს. საბოლოოდ ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა 2:0 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილთან ერთად ნახევარფინალის საგზურიც გაინაღდა.

 

დინამო 2:0 ჯენოა

გოლი: ერაძე, აბუაშვილი

გაფრთხილება: ინსოლიტო, ბაშეროტი, კვარაცხელია, აბუაშვილი

გაძევება: პიკარდო, ინსოლიტო, ბაშეროტი, ხარშილაძე, მირზიკაშვილი (ყველა 70’)

 

დინამო: ხარშილაძე, ხვადაგიანი, კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, სიხარულაშვილი (იობაშვილი 28), სიჭინავა (შურღაია 70+2), გაგნიძე (შაუთიძე 49), აბუაშვილი, მორჩილაძე (ბაბლუანი 61), ჩხეტინი

ჯენოა: ბოლკანო (დი ბელა 36), ბროსო (ვასალო 48), კასტილიონე, კორჩი, ფანჩინი, ფოსატი, ანშარი (პიკარდო 61), ნეში (ინსოლიტო 36), ორვიეტო, ბაშეროტი, ბიაჯი (ბოჩი 36)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024