• Geo
  • Eng
27.02.2018
19 წლამდელებმა შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ თურქეთში მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სერბულ ბროდარაცს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ანგარიში პაატა კიტეიშვილმა 25- ე წუთზე გახსნა. თემურ გაბუნიამ კი სერბებთან 34- ე და 59- ე წუთებზე დუბლი შეასრულა. დინამოელებმა ამ მოგებით შეკრება დაასრულეს და ხვალ თბილისში გამოემგზავრებიან.

 

U19 დინამო 3:1 ბროდარაცი

U19 დინამო: ლ.ხარშილაძე (კუტალაძე 75), უგრეხელიძე, ძოწენიძე, აზაროვი, ბასარია, მექვაბიშვილი (მოისწრაფიშვილი 75), ბერიაშვილი, პ. კიტეიშილი (კალანდაძე 79), გოგობერიშვილი, გაბელაია, გაბუნია (კაკულია 75)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024