• Geo
  • Eng
27.02.2018
19 წლამდელებმა კიდევ ერთ სპარინგში იმარჯვეს

19 წლამდე დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე გუშინ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს სპარინგ პარტნიორობა იაპონურმა კომაზავამ გაუწია. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 4:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დინამოელებმა მეტოქის წინააღმდეგობა მეორე ტაიმში დაძლიეს და ოთხივე გოლი დასკვნით 45 წუთში გაუტანეს. გოგობერიშვილმა 54- ე და 68- ე წუთებზე დუბლი შეასრულა. ხუთ წუთში მეტოქემ შეამცირა სხვაობა, ხოლო აზაროვმა მესამედ აიღო იაპონელთა კარი. მეოთხე გოლი მატჩის ბოლოს გაბელაიამ გაიტანა და დინამომ 4:1 იმარჯვა. ბოლო მატჩს ჩვენი ფეხბურთელები ბელგრადის ბროდარაცთან ჩაატარებენ და 28 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდებიან.

 

დინამო 4:1 კომაზავა

დინამო: ლ. ხარშილაძე (კუტალაძე 46), უგრეხელიძე, ძოწენიძე, აზაროვი, გაბელაია, ბერიაშილი, ო. კიტეიშვილი, მოისწრაფიშვილი (მექვაბიშვილი 46), გოგობერიშილი, გ. ხარშილაძე (ბასარია 46), გაბუნია (კალანდაძე 80)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024