• Geo
  • Eng
26.04.2018
ესპანიოლმა და კიევის დინამომ ფრედ ითამაშეს

ტურნირის მესამე დღეს ერთმანეთს კიევის დინამო და ესპანიოლი შეხვდნენ. კიეველებმა მატჩის დებიუტშივე ივან ვიდოსევიჩის დარტყმით გახსნეს ანგარიში. უკრაინელებს არც ამის შემდეგ დაუგდიათ ტემპი და ბევრს უტევდნენ მეტოქეს, რომელსაც მატჩამდე უკვე 6 ქულა ჰქონდა დაგროვებული. ესპანიოლი მეთოდურად თამაშობდა და არანაკლებ სახიფათოდ უტევდა. საბოლოოდ ამან შედეგი 41- ე წუთზე გამოიღო და შეცვლაზე შესულმა ჟერარ პერეირამ თანაფარდობა აღადგინა. ორივე გუნდის მცდელობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა და ესპანიოლმა ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. ესპანელები ტურნირის ნახევარფინალში ჯენოასა და მინსკის დინამოს შორის საუკეთესოს შეხვდებიან.

 

დინამო კიევი 1:1 ესპანიოლი

გოლი: ვიდოსევიჩი, პერეირა

გაფრთხილება: ვოლოშინი, მოლინო, რამოსი, პ. მოლინა

 

დინამო კიევი: ფასტოვი, ბერეზანსკი, ბოლი, მელნიკი, მიშჩენკო, ოპანასენკო (პოპოვი 60), ორუჯევი, ვოლოშინი, ვიდოსევიჩი, ზდირკო (სკრიპნიკი 60), კირილიუკი

ესპანიოლი: პლაზა, დ. მოლინა, კონატე, მოლინო, კუენკა, რეგატიიო, ფორტუნი (პერეირა 36), კასტელი, ნიეტო (პ. მოლინა 51), ჟუსტო, ჟისპერი (ფელისესი 57)

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024