27 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული ლიგის მერვე ტურის შეხვედრას დინამო არენაზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
დინამოს თავისი ისტორიის მანძილზე 27 აპრილს 10 ოფიციალური მატჩი აქვს გამართული. თბილისელებს 7 მოგება, 2 ფრე და ერთი წაგება დაუგროვდათ. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 14/5 დინამოს სასარგებლოდ.
2002 წელს თბილისელებმა ლევან მიქაძის გოლით 1:0 აჯობეს ქუთაისის ტორპედოს. 2007 წელს დინამომ თბილისის მერანი დაამარცხა 3:0. გოლები სანდრო კობახიძემ, სანდრო იაშვილმა და გიორგი ფეიქრიშვილმა გაიტანეს. 2011 წელს ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გოლის ავტორი ლაშა ფანცხავა გახდა. 2013 წელს მიკელ ალვაროს გოლით დინამომ 1:0 აჯობა გორის დილას. მომდევნო წელს კი ლანჩხუთის გურია დავამარცხეთ 2:1, თავის გამოჩენა კი ჩისკო მუნიოსმა და ოთარ მარცვალაძემ შეძლეს.
1965 წელს დინამომ ქუთაისის ტორპედოს 2:0 მოუგო. გოლები ნოდარ მაისურაძემ და ელგუჯა ხუციშვილმა გაიტანეს. ორი წლის შემდეგ სლავა მეტრეველის გოლით ლენინგრადის ზენიტი დავამარცხეთ 1:0. 1969 წელს ისევ ზენიტი. მატჩი კი 0:0 დასრულდა. 1979 წელს დინამომ 3:0 დაჯაბნა ვოროშილოვგრადის ზარია. რევაზ ჩელებაძის დუბლს ერთი გოლი თემურ მინაშვილმა მიამატა. 1986 წელს ზენიტმა 3:0 აჯობა დინამოს.