• Geo
  • Eng
17.03.2018
19 წლამდელებმა თელავს 6:1 მოუგეს

დღეს თელავში 19 წლამდელთა პირველობის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა თელავმა დინამოს უმასპინძლა. მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა და დინამომ მიჯრით მეორე შეხვედრაში იმარჯვა დიდი ანგარიშით. თბილისელებმა მასპინძლებს თითო ტაიმში 3 გოლი გაუტანეს და საბოლოოდ 6:1 იმარჯვეს. ბაბუნაძემ და გაბუნიამ დუბლი შეასრულეს, თითო გოლი კი მოისწრაფიშვილის და ძოწენიძის ანგარიშზეა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო მატჩს 21 მარტს საკუთარ მოედანზე შევარდენთან გამართავს.

 

U19 თელავი 1:6 დინამო

U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ძოწენიძე (გოგობერიშვილი 46), ბასარია (გაბედავა 62), დარცმელია, ბერიაშვილი, პ. კიტეიშვილი (მოისწრაფიშვილი 46), გაბელაია, ბაბუნაძე, გაბუნია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024