24- დან 29 აპრილის ჩათვლით ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მესამედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას. ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში აზ ალკმაარსა და დინამო კიევს შორის გათამაშდა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისისა და შარშანდელი გამარჯვებულის გარდა ასევე სფფ- ს აკადემია, ესპანიოლი (ესპანეთი), ჯენოა (იტალია), ვიტესი (ჰოლანდია), მოსკოვის სპარტაკი (რუსეთი) და დინამო მინსკი (ბელარუსი) იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიისა და ბაზის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს.