• Geo
  • Eng
30.12.2017
მიხეილ ჯოჯუა იუბილარია

დღეს დინამო თბილისის ვეტერანის, ყველაზე მხცოვანი დინამოელის - მიხეილ ჯოჯუას იუბილეა. დედაქალაქური გუნდის ვეტერანი 92 წლის გახდა. მიხეილ ჯოჯუა თბილისში დაიბადა. დინამოს შემადგენლობაში 1949 წლიდან 1953 წლამდე ასპარეზობდა. ჩატარებულ 79 შეხვედრაში 18- ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა. არის 1950 წლის პირველობის პრიზიორი და 1951 წლის გათამაშების ვიცე ჩემპიონი. დინამოელები ვულოცავთ ბატონ მიხეილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024