დღეს დარასელიას თასზე ნახევარფინალური ეტაპი დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს სფფ- ს აკადემია და ჯენოა დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე მომენტები თუმცა ჯენოას ფეხბურთელებმა შეხვედრის ბოლოს იმძლავრეს და ჯერ 63- ე წუთზე ლუკა სეხნიაშვილის ავტო გოლით დაწინაურდნენ, საბოლოო ანგარიში კი მატჩის ბოლოს ზუსტი დარტყმით ინსოლიტომ დააფიქსირა. ჯენოამ 2:0 მოიგო და ხვალ 5-6 ადგილებისთვის ვიტესისა და დინამო კიევის წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
სფფ- ს აკადემია 0:2 ჯენოა
გოლი: სეხნიაშვილი ა.გ., ინსოლიტო
სფფ- ს აკადემია: ხაბაზი, ტალახაძე, აბჟანდაძე, გრიგალაშვილი, ფოცხვერია, გოგოხია, მაყაშვილი (კოტია 60), მეხტიევი, პატაშური (თავზარაშვილი 55), ბეჭვაია, ქუნთელია (სეხნიაშვილი 44)
ჯენოა: პაიტა, ბაშეროტი (ბოლკანო 64), ბიაჯი (ფანჩინი 60), ბოჩი, კასტილიონე, დი ბელა, ჯილიოტი, ინსოლიტო, ანშარი (ორვიეტო 55), პიკარდო, ვასალო (ნეში 36)