საქართველოს 16 წლამდე ნაკრები დღეიდან თბილისში გასამართ - განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. 2 მაისს საქართველო ყაზახეთს შეხვდება, 4 მაისს საქართველო რუმინეთია და 6 მაისს ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების მეტოქე ბელარუსი იქნება. ზვიად ჯელაძემ აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობის მისაღებად დინამოს აკადემიიდან 10 ფეხბურთელს უხმო. ლუკა ხარშილაძე, ნიკა შურღაია, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, საბა ხვადაგიანი, გიორგი მირზიკაშვილი, თორნიკე მორჩილაძე, დავით ზურაბიანი, ირაკლი აზაროვი და ლევან ოსიყმაშვილი ემზადებიან მოახლოებული მატჩებისთვის.