• Geo
  • Eng
04.05.2018
16 წლამდელებმა რუმინეთიც დაამარცხეს

უეფას განვითარების თასზე საქართველოს 16 წლამდე ნაკრებმა მეორე მატჩი ჩაატარა, რომელშიც რუმინეთის ნაკრები 2:1 დაამარცხა. გოლები ლუკა ტორონჯაძემ და ნიკა ტალახაძემ გაიტანეს. დინამოელთაგან შეხვედრაში ლუკა ხარშილაძემ, ლაშა კვარაცხელიამ, საბა ხვადაგიანმა, ზურაბ ერაძემ, გიორგი მირზიკაშვილმა, თორნიკე მორჩილაძემ და დავით ზურაბიანმა იასპარეზეს. შეცვლაზე კი ლევან ოსიყმაშვილი შევიდა. 6 მაისს საქართველო დასკვნით შეხვედრაში ბელარუსს შეხვდება. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 11.00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ზვიად ჯელაძის ნაკრებმა ყაზახეთს 3:2 მოუგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024