მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეცხე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისის ფორვარდი - ბუდუ ზივზივაძე (2) და ლევან ხარაბაძე (5) შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში ჩვენი ათიანი ოთარ კიტეიშვილი (6) და ლევან ხარაბაძე (5) დაასახელა. goal.ge- მ თერთმეტეულში ბუდუ ზივზივაძეს (4) ანდო ადგილი. adjarasport.com- მა მეცხრე ტურის სიმბოლურში ოთარ კიტეიშვილი (6), ბუდუ ზივზივაძე (4) და დავით კობოური (2) დაასახელა.