• Geo
  • Eng
16.03.2018
დინამომ სამტრედიას 3:1 აჯობა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ სამტრედიას უმასპინძლა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეათე წუთზე დმიტრო ივანისენიას გადაცემით ბუდუ ზივზივაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ბუდუს ორიოდე წუთშ კიდევ მართებდა გოლის გატანა, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა ვეღარ აჯობა მეტოქის კიპერს. სამაგირეოდ მე- 14 წუთზე აკაკი შულაიამ აღარ გაუშვა შანსი ხელიდან და ძლიერი დარტყმით დალაშქრა ომარ მიგინეიშვილის კარი. მატჩის 23- ე წუთზე დემეტრე ბულისკერიამ ითამაშა კარგად, მან ერთი ერთზე გასულ დავით კირკიტაძეს არ დაანება გატანა. 36- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილის დარტყმულისგან უკვე მეტოქის კიპერმა იხსნა თავისი კარი. პირველი ტაიმის ბოლოს აკაკი შულაია გაიყვანა კიტეიშვილმა მეკარესთან პირისპირ, ისევ მიგინეიშვილმა ითამაშა კარგად და ტაიმიც დასრულდა. მეორე ტაიმი ისევ დინამოელთა შეტევებით დაიწყო, სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს გიორგი ივანიშვილმა და აკაკი შულაიამ, ამ უკანასკნელის დარტყმული არაზუსტი გამოდგა. ამის შემდეგ თამაშის რიტმი ოდნავ დაეცა. დინამო ისევ უტევდა, მაგრან რეალური მომენტების გარეშე. შეხვედრის 76- ე წუთზე კახი კაჭარავამ გიორგი ივანიშვილის ნაცვლად მოედანზე ნიკა ძალამიძე შეუშვა, რომლისთვისაც ეს თამაში სადებიუტო გამოდგა. დინამოელების შეტევებმა მორიგი შედეგი 84- ე წუთზე გამოიღო, ახალგაზრდა გიორგი კუციამ დაახლოვებით 20 მეტრიდან ტექნიკური დარტყმით მეკარეს თავზე გადაავლო ბურთი და ანგარიში 3:0 გახადა. შეხვედრის ბოლოს ჩვენი გუნდის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, პენალტი კი ზუსტად ლუკას ვეილმა შეასრულა. საბოლოოდ მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 1 აპრილს დინამო არენაზე ტორპედო ქუთაისთან გამართავს.

 

დინამო  3:1  სამტრედია

გოლი: 1:0 ზივზივაძე 10’  2:0 შულაია 14’  3:0 კუცია 84’  3:1  ვეილი (პენ) 89’

გაფრთხილება: კირკიტაძე 81’

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, კუცია, ივანისენია (ქოჩლაძე 90), შულაია (ერგემლიძე 90), კიტეიშვილი, ივანიშვილი (ძალამიძე 76), ზივზივაძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, ლობჟანიძე (ხაჩიძე 60), განუგრავა (კერძევაძე 46), დაუშვილი, კირკიტაძე, ვეილი, ნდონგი, ბაჩიაშვილი, ჩაჩუა, ფატიჩი, სანია (ერისთავი 46)

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024