• Geo
  • Eng
08.05.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეათე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ ხუთი დინამოელი - დემეტრე ბულისკერია, დავით კობოური, აკაკი შულაია (2), ოთარ კიტეიშვილი (7) და ლევან ხარაბაძე (6) შეიყვანა. ტურის მწვრთნელად კი სპორტულმა გამოცემამ ჩვენი გუნდის თავკაცი კახი კაჭარავა (3) დაასახელა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში ჩვენი მეკარე დემეტრე ბულისკერია და აკაკი შულაია (3) დაასახელა. goal.ge- მ თერთმეტეულში ლევან ხარაბაძეს (4), აკაკი შულაიას (3) და ოთარ კიტეიშვილს (5) ანდო ადგილი. adjarasport.com- მა მეათე ტურის სიმბოლურში ოთარ კიტეიშვილი (7), აკაკი შულაია (3) და დავით კობოური (3) დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024