• Geo
  • Eng
01.04.2018
წარმატებული თამაში ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში მორიგი მატჩები ჩაატარეს დინამოს 15 და 17 წლამდე გუნდებმა. დინამოელებმა დარასელიას აკადემიის მოედანზე ნორჩი დინამო მიიღეს. 15 წლამდელებმა საინტერესო პაექრობა 2:0 დაასრულეს. გოლი სტუმრებს გაგნიძემ და სიჭინავამ გაუტანეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი 5 თამაშიდან 5 მოგებით დ ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება. 17 წლამდელთა მატჩი კი გოლუხვი გამოდგა. მასპინძლებმა ნორჩ დინამოს ცხრა უპასუხო გოლი გაუტანეს. ზურებიანმა ჰეთ თრიქი შეასრულა, დუბლი წაქაძემ გაიფორმა, დანარჩენი გოლები კი კოპალეიშვილმა, ლომთაძემ, ჭავჭანიძემ და მორჩილაძემ გაიტანეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდიც ამ გამარჯვების შემდეგ 100% შედეგით ლიდერობს დ ჯგუფს. 19 წლამდე დინამო ბენდელას სტადიონზე საბურთალოს დაუპირისპირდა. მიუხედავად დაძაბული და საინტერესო შეხვედრისა გუნდებმა გოლების გატანა ვერ მოახერხეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი დაგროვებული 13 ქულით ჯგუფის ლიდერია.

 

U15 დინამო 2:0 ნორჩი დინამო

U17 დინამო 9:0 ნორჩი დინამო

U19 საბურთალო 0:0 დინამო

 

U15 დინამო: შურღაია (ტურძილაძე 35), ბაბლუანი, ხვადაგიანი, სალუქვაძე, უბილავა, შაუთიძე (მელაძე 45, უდესიანი 50), გაგნიძე, სიჭინავა, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, შენგელია (იობაშვილი 35)

U17 დინამო: კუტალაძე, თუდები, ჭავჭანიძე, ქველაძე (ერაძე 57), წაქაძე, სანებლიძე (კაჭარავა 40), ჯანგველაძე (მორჩილაძე 52), კოპალეიშვილი (აბუაშვილი 40), ლომთაძე, ჩარკვიანი (მირზიკაშვილი 52), ზურებიანი

U19  დინამო: ხარშილაძე, ბასარია (ხარშილაძე 87), ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, ბერიაშვილი, მოისწრაფიშვილი (მექვაბიშვილი 81), გაბელაია, ერგემლიძე, გაბუნია (გოგობერიშვილი 70)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024