პოლონეთში სტარტი აიღო 17 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდმა. გიორგი ნემსაძის ნაკრები პირველ ტურში მასპინძლებს დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა პოლონეთთან. ჭაბუკ ჯვაროსანთა რიგებში ექვსმა დინამოელმა - ხარშილაძემ, მექვაბიშვილმა, აზაროვმა, კალანდაძემ, კვარაცხელიამ და ჯანგველაძემ იასპარეზა. ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით დავითაშვილის ანგარიშზეა. მეორე მატჩს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ირლანდიასთან გამართავს.