დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე ჩვენი გუნდის 19 წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატის მესამე მატჩი გამართა, რომელშიც შევარდენს უმასპინძლა. დინამოელებმა თამაში საკუთარი უპირატესობით წარმართეს და წინა ორი შეხვედრის დარად ამ შემთხვევაშიც დიდი ანგარიშით იმარჯვეს. ანგარიში დარცმელიამ მე- 15 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა. პირველი ტაიმის ბოლოსკენ კი ბაბუნაძემ ლამაზი დარტყმით მეორედ აიღო სტუმართა კარი. მეორე ნახევრის ათწუთიან მონაკვეთში ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა სტუმრებს ერთის წილ სამი გოლი გაუტანეს და საბოლოო ანგარიში 5:1 დააფიქსირეს. ბაბუნაძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, თავი ასევე ძოწენიძემ და მოისწრაფიშვილმა გამოიჩინეს. მომდევნო მატჩს დინამოელები 26 მარტს საკუთარ მოედანზე ნორჩ დინამოელთან გამართავენ.
U19 დინამო 5:1 შევარდენი
U19 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცემელია (გულდედავა 82), ბერიაშვილი (მოისწრაფიშვილი 75), პ. კიტეიშვილი, გაბელაია, ბაბუნაძე, გაბუნია (გოგობერიშვილი 62)