• Geo
  • Eng
18.01.2018
დინამო შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება

დინამო თბილისი ზამთრის შეკრების გასავლელად 22 იანვარს თურქეთში გაემგზავრება. 2018 წლის სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს დედაქალაქელები სიდეში გაივლიან. შეკრებაზე თბილისელები 4 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. 26 იანვარს ჩვენი გუნდი ლუგანსკის ზორიას შეხვდება, 29 იანვარს სპარინგს ნოვი სონჩის სანდეცია გაგვიწევს, 2 თებერვალს დინამო პოლტავის ვორსკლას შეხვდება, 6 თებერვალს კი ტულის არსენალს. კახი კაჭარავას გუნდი თბილისში 7 თებერვალს დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024