საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ფარერებს უმასპინძლა. გორში ჩატარებული მატჩი ლუკა ზარანდიას გატანილი გოლით მასპინძელთა სასარგებლოდ 1:0 დასრულდა. გია ცეცაძემ შეხვედრაში ორი დინამოელი, ჩვენი გუნდის შემტევები ოთარ კიტეიშვილი და აკაკი შულაია ათამაშა. მომდევნო მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დანიის წინააღმდეგ 27 მარტს გამართავს.