• Geo
  • Eng
23.01.2018
ზაურ სვანაძე – 60

დღეს ჩვენი გუნდის მწვრთნელის, ვეტერან ნახევარმცველის და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის – ზაურ სვანაძ იუბილეა. გამორჩეულ ფეხბურთელს 60 წელი შეუსრულდა. იგი დინამოს რიგებში 1981- დან 1989 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 286 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა. არის სსრკ– ს 1981 წლის პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი და 1981 წლის უეფას ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული. დინამოელები ვულოცავთ ზაურ სვანაძეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ იუბილარს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024