• Geo
  • Eng
13.05.2018
დინამო დერბიში დამარცხდა

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა. მატჩის პირველი სახიფათო შეტევა სტუმრებს დარჩათ. მე- 10 წუთზე თეიმურაზ შონიამ დაარტყა ძლიერად და დინამოელთა ხარიხას გაარტყა ბურთი. საპასუხოდ დინამოელებმა სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს, ოთარ კიტეიშვილის ზუსტ გადაცემას ბუდუ ზივზივაძე ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ბოლო წამს მეტოქის მცველმა მოიგერია. დინამომ უმატა შეტევებს და რეალური საგოლე მომენტიც შექმნა. მარცხენა ფრთიდან ლევან ხარაბაძემ ჩააწოდა, ბურთზე ბუდუ ზივზივაძე ახტა, თავით ითამაშა, მაგრამ ბოლო წამს ლუკა შეროზიამ მოიგერია კუთხურზე. შეხვედრის დაწყებიდან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც დინამოს მცველებს დავით ჯიქია გამოეპარათ, ლოკომოტივის შემტევი ჩვენი გუნდის მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიშიც გახნა. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარი კახი კაჭარავამ ცვლილებით განაახლა, გიორგი ივანიშვილის ნაცვლად ნიკა ძალამიძე გამოჩნდა მოედანზე. სახიფათო მომენტი კი ისევ სტუმრებმა შექმნეს, დავით ჯიქიას დარტყმული დინამოელთა კარის ძელმა მოიგერია. მასპინძლებმა შეტევებს უმატეს, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მივიდა. თამაშს ოთარ კიტეიშილი და ნიკა ძალამიძე ამწვავებდნენ. 68- ე წუთზე დინამოელებმა კარის აღების რეალური შანსი გაუშვეს ხელიდან. ლევან ხარაბაძის სახიფათო ჩაწოდებულ სულ მცირედით ვერ მიწვდა ბუდუ ზივზივაძე. თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ოთარ კიტეიშვილმა ითამაშა ტექნიკურად, გაცდა მეტოქეს, დარტყმული კი სანტიმეტრებით აცდა სტუმართა კარს. ორიოდე წუთში იგივე სიტუაცია ლევან ხარაბაძეს შეექმნა და ისევ არაზუსტი დარტმა. 86- ე წუთზე მიხეილ ერგემლიძის ჩაწოდებულს გუჯა რუხაია ერთი შეხებით გზავნიდა კარისკენ. ბურთი ზემოდან გადაცდა სამიზნეს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამო 0:1 დამარცხდა.

 

დინამო 0:1  ლოკომოტივი

 

გოლი: 0:1 ჯიქია 29’ 

გაფრთხილება: ძებნიაური 35’  ინჯია 84’ 

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, კობოური (ლოჩოშილი 69), თოთაძე, ხარაბაძე, ივანისენია, ნინუა, ივანიშვილი (ძალამიძე 46), კიტეიშვილი, შულაია (ერგემლიძე 65), ზივზივაძე

ლოკომოტივი: შეროზია, ძებნიაური, ჭანტურია, ჯიქია (არველაძე 60), შონია, გავაშელიშვილი, ლობჟანიძე, გაბაძე, უბილავა, სამურკასოვი (გვალია 73), კობახიძე (ინჯია 79)

 

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024