• Geo
  • Eng
15.04.2018
17 წლამდელებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ჭაბუკთა ლიგის 17 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა მეექვსე ტურის მატჩი ჩაატარეს, რომელშიც საბურთალოს მეორე გუნდი მიიღეს. მასპინძლებმა საბურთალოს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლი ფარულავამ და მოისწრაფიშვილმა შეასრულეს, თითო გოლი კი ჩარკვიანმა, ჭავჭანიძემ და მექვაბიშვილმა გაიტანეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდი მაქსიმალური შედეგით და ბურთების ბალანსით 34/2 (6 მატჩი - 6 გამარჯვება) ლიდერობს ჯგუფში.

U17 დინამო 7:0 საბურთალო 2

U17 დინამო: კუტალაძე, თუდები (მელიქიშვილი), კალანდაძე (ჩიჩუა), ჭავჭანიძე, წაქაძე (ქველაძე), მექვაბიშვილი, ფარულავა (კაჭარავა), მოისწრაფიშვილი (კოპალეიშვილი), ჯანგველაძე, ჩარკვიანი, ლომთაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024