მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეოთხე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისიდან სამი ფეხბურთელი - გუნდის კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი (3) (საგოლე პასი ტორპედოსთან), ახალგაზრდა მცველი ლევან ხარაბაძე (უშეცდომოდ ჩატარებული მატჩი) და გუნდის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე (დუბლი ქუთაისელთა კარში) შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში კიტეიშვილთან (3) და ზივზივაძესთან (2) ერთად, ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი დავით კობოური (აქტიურად და უშეცდომოდ ჩატარებული მატჩი) შეიყვანა. goal.ge- მ თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილი (3), დავით კობოური, გიორგი კუცია (საკმაოდ აქტიური, რომელიც მთელი მატჩი ამწვავებდა მასპინძელთა შეტევებს) და ბუდუ ზივზივაძე (2) დაასახელა. adjarasport.com- მა მეოთხე ტურის სიმბოლურში დავით კობოური, ოთარ კიტეიშვილი (3) და ბუდუ ზივზივაძე (2) შეიყვანა და ტურის მწვრთნელად ჩვენი გუნდის თავკაცი კახი კაჭარავა (2) დაასახელა.