საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრები 4 საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ჭაბუკი ჯვაროსნები 29 მაისს თურქეთში ადგილობრივ ნაკრებს შეხვდებიან, პირველ ივნისს კი მაკედონიას დაუპირისპირდებიან. შემდეგ საქართველოს ნაკრები სოფიაში გაემგზავრება, სადაც 5 და 7 ივნისს ბულგარეთის ნაკრებს ორჯერ შეხვდება. გიორგი მიქაძემ აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 8 ფეხბურთელს უხმო. წითელ-თეთრ ფორმას დემეტრე ბულისკერია, გიორგი მამარდაშვილი, ნიკა გაბელაია, არჩილ ბასარია, ფირუზ გაბიტაშვილი, ბექა დარცმელია, თამაზ ბაბუნაძე და თემურ გაბუნია მოირგებენ.