• Geo
  • Eng
24.05.2018
19 წლამდელებმა ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულეს

საქართველოს ჩემპიონატის 19 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა ჯგუფში ბოლო ტურის მატჩი გამართეს, რომელსაც პირველადგილოსანი უნდა გაერკვია. ჩვენმა გუნდმა საბურთალოს უმასპინძლა და საინტერესო შეხვედრაში 2:0 დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვებით ვლადიმერ კაკაშვილის კრებულმა 12 მატჩიდან მეათე მოიგო, 31 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 63/4 გ ჯგუფში იპირველა. შეხვედრაში გოლები გულდედავამ და ძოწენიძემ პირველივე ტაიმში გაიტანეს. სამივე ჯგუფის საუკეთესო გუნდები სანაკრებო პაუზის პერიოდში შეისვენებენ და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას უკვე ოქროს ჯგუფში გააგრძელებენ.

 

U19 დინამო 2:0 საბურთალო

U19 დინამო: კუტალაძე, გაბელაია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ბერიაშვილი (გოგობერიშვილი 81), მოისწრაფიშვილი, გულდედავა, კაკულია (ჯანგველაძე 73), გაბუნია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024