• Geo
  • Eng
20.04.2018
21 აპრილი დინამოს ისტორიაში

21 აპრილს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში დინამო თბილისი ბოლნისის სიონს დაუპირისპირდება. თავის ისტორიაში დინამოს 21 აპრილს 14 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. 8 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი. გატანილი და გაშვებული გოლების ბალანსია 20/12.

1949 წელს მოსკოვის ვვს მივიღეთ და 2:0 დავამარცხეთ საკავშირო სამხედრო ავიაციის გუნდი. გოლები ვიქტორ პანიუკოვმა და რევაზ მახარაძემ გაიტანეს. 1957 წელს მოსკოვის ლოკომოტივს ბორის ხასაიას და ნიაზ ძიაპშიპას გოლებით 2:1 მოვუგეთ. 1965 და 1966 წლებში დინამომ ორჯერ ითამაშა 1:1. მინსკის დინამოსთან გიორგი სიჭინავას გოლით და მოსკოვის არმიელებთან ნოდარ მაისურაძის გოლით. ორივე მატჩი თბილისში შედგა. 1968 წელს დინამომ მოსკოვის ტორპედო მიიღო და სლავა მეტრეველის გოლით 1:0 დაამარცხა. 1974 წელს იმავე ტორპედოს თბილისში უგოლოდ დავცილდით, ხოლო 1975 წელს მოსკოვში ვლადიმერ გუცაევის დუბლით და გივი ნოდიას ზუსტი თამაშით თანაკლუბელებს 3:2 ვაჯობეთ. 1985 წელს დინამო ლენინგრადში ზენიტთან 0:3 დამარცხდა.

1982 წელს დინამო თბილისი უეფას თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში ლიეჟის სტანდარტთან 0:1 დამარცხდა.

1991 წელს სოხუმში ადგილობრივი ცხუმი თემურ ქეცბაიას გოლით 1:0 დავამარცხეთ. მომდევნო წელს რუსთავის გორდა მივიღეთ. მიხეილ ყაველაშვილმა დუბლი შეასრულა აღნიშნულ შეხვედრაში, ერთი გოლიც შოთა არველაძემ გაიტანა და დინამომ 3:1 მოიგო. 2001 წელს ვიტ ჯორჯიასთან მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. თავი ზაზა ზირაქიშვილმა და კოკა მიკუჩაძემ გამოიჩინეს. 2005 წელს ისევ ვიტ ჯორჯია და დავით ოდიკაძის გოლით 1:0 ვიგებთ. 2007 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივთან გიორგი მერებაშვილის, ალექსანდრე იაშვილის და დავით ოდიკაძის გოლებით 3:0 მოვიგეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024