დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ დღეს ჩემპიონატის მეექვსე მატჩი ჩაატარა და მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. დინამო კაზრეთში სიონს დაუპირისპირდა და ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხა მასპინძლები. აღსანიშნავია, რომ ოთხივე გოლი სიონის კარში შეხვედრის მეორე ტაიმში გავიდა. გოლები დარცმელიამ, ხარშილაძემ და გაბუნიამ (2) გაიტანეს. ამ გამარჯვებით მოქმედმა ჩემპიონმა გათამაშების პირველი წრე სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა გაიტანა 27 გოლი და საკუთარ კარში ოდენ 3 გაუშვა.
U19 სიონი 0:4 დინამო
U19 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, გაბედავა, კალანდაძე, გაბელაია, დარცმელია, ბერიაშვილი (გაბუნია 46), მექვაბიშვილი, გოგობერიშვილი (გულდედავა 75), ერგემლიძე (მოისწრაფიშილი 65), ხარშილაძე