• Geo
  • Eng
13.02.2018
ჩვენი მეტოქე - ნეფტეხიმიკი

მეორე თურქულ შეკრებაზე მყოფი დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის პირველ სპარინგ მატჩს რუსეთის მეორე დივიზიონის - ნეფტეხიმიკთან გამართავენ. მატჩი თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. ნეფტეხიმიკი 1991 წელს დაარსდა. ნიჟნეკამსკელები საშინაო შეხვედრებს ნეფტეხიმიკის სტადიონზე მართავენ, რომელიც 3200 მაყურებელს იტევს. სათათრეთის რეგიონის გუნდი ბოლო პერიოდში ფაქტიურად ყაზანის რუბინის ფარმკლუბად ჩამოყალიბდა. ნეფტეხიმიკი თავისი არსებობის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული სპორტული მიღწევით ვერ დაიკვეხნის. ჩვენი მომავალი მეტოქე რუსეთის მეორე დივიზიონში 15 ჩატარებული შეხვედრიდან 23 ქულით მე–  8 ადგილზე იმყოფება. 6 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება და ბურთების ბალანსი 22/14. ნეფტეხიმკიმ თურქულ შეკრებაზე უკვე გამართა ერთი ამხანაგური მატჩი და უზბეკური ალმალიკი 2:0 დაამარცხა. ნიჟნეკამსკელებს ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი - იური უტკულბაევი ხელმძღვანელობს. გუნდში კი ქართველი ფეხბურთელი მერაბ ურიდია ასპარეზობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024