დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ დღეს გათამაშების დ ჯგუფში ბოლო ტურის მატჩი გამართა, რომელშიც ნორჩ დინამოს დაუპირისპირდა და 5:0 დაჯაბნა მეტოქე. გოლები კალანდაძემ, თუდებიმ, ჯანგველაძემ, ლომთაძემ და მექვაბიშვილმა გაიტანეს. ამრიგად გოჩა ჩიქოვანის გუნდმა ჯგუფში ათი თამაშიდან ათივე მოიგო, გაიტანა 52 გოლი და გაუშვა მხოლოდ 2. დინამოელები ორიოდე კვირა შეისვენებენ და ჩემპიონის ტიტულის დაცვას ოქროს ლიგაში განაგრძობენ. ფინალურ ჯგუფში მოქმედი ჩემპიონის გარდა იასპარეზებენ: საბურთალო, ნორჩი დინამო, 35- ე სკოლა, დილა, ლოკომოტივი, სალხინო და კოლხეთი. კიდევ ორი ადგილს ბოლო ტურში ტორპედო, ზესტაფონი და მერანი გაითამაშებენ.
U17 ნორჩი დინამო 0:3 დინამო
დინამო: კუტალაძე, თუდები (მელიქიშვილი), კალანდაძე (ჩაჩუა), ჭავჭანიძე, წაქაძე (ქველაძე), ჯანგველაძე, ჩარკვიანი, ფარულავა, კოპალეიშვილი (კაჭარავა), ლომთაძე, მექვაბიშვილი (სანებლიძე)