• Geo
  • Eng
17.02.2018
ჩვენი მეტოქე - შახტიორი სოლიგორსკი

დღეს ჩვენი გუნდი შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს ბელარუსის პირველობის მესამეადგილოსანთან - სოლიგორსკის შახტიორთან გამართავს. აღსანიშნავია, რომ დასრულებულ ჩემპიონატში შახტიორს პირველ და მეორე ადგილოსანთან მხოლოდ 3 ქულა დააკლდა. გატანილი 52 გოლით კი ჩემპიონატში ბატეს შემდეგ მეორე შედეგი აჩვენეს. სოლიგორსკელებისთვის დინამოსთან შეხვედრა მეორე შეკრებაზე, პირველი იქნება. მანამდე ჩვენმა მეტოქემ ერთი შეკრება კვიპროსზე გაიარა და 4 საკონტროლო მატჩიც ჩაატარა. შახტიორმა დაამარცხა ტეპლიცე და მლადა ბოლესლავი, შესაბამისად 2:1 და 3:1. შემდეგ ფრედ 1:1 ითამაშა ჩუკარიჩკისთან და 1:2 დამარცხდა ბელგრადის პარტიზანთან.  

შახტიორი 1961 წელს დაარსებული კლუბია. გუნდის საუკეთესო მიღწევად ბელორუსის ჩემპიონატში ორჯერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლები გახლავთ. სოლიგორსკელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე პოლონელი ფეხბურთის სპეციალისტი - მარეკ ზუბი მუშაობს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024