• Geo
  • Eng
10.04.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეხუთე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისის დებიუტანტი - ნიკა ძალამიძე შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში დინამოს კაპიტან ოთა კიტეიშვილთან (4) ერთად, მარცხენა მცველი - ლევან ხარაბაძე (2) დაასახელა. goal.ge- მ თერთმეტეულში ლევან ხარაბაძეს ანდო ადგილი. adjarasport.com- მა მეხუთე ტურის სიმბოლურში ოთარ კიტეიშვილი (4) და გიორგი კუცია (2) დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024