• Geo
  • Eng
25.02.2018
დინამომ ორდაბასი 3:1 დაამარცხა

დინამო თბილისმა მეორე თურქულ შეკრებაზე ბოლო შეხვედრა ყაზახეთის პირველობის ბრინჯაოსმედალოსან ორდაბასისთან ჩაატარა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. ამხანაგური შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად ჩაატარა. დინამოელებმა მეორე წუთზევე შექმნეს სახიფათო მომენტი. ნიკა ნინუას ჩაწოდებულს ტერენტი ლუცევიჩი თავით გზავნიდა მეტოქის კარისკენ, დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მე- 15 წუთზე უკვე დემეტრე ბულისკერიას მოუწია თამაშში ჩართვა, ამ უკანასკნელმა მეტოქის შემტევს არ გაატანინა. 23- ე წუთზე ანგარიში თბილისელებმა გახსნეს. თერთმეტმეტრიანი დარტყმა ზუსტად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა. ანგარიში მეტოქემ მე- 40 წუთზე გაათანაბრა. ტოლებეკმა საჯარიმოს მისადგომიდან ზუსტად დაარტყა დინამოელთა კარში 1:1. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმის დებიუტში ოთარ კიტეიშვილს შეეძლო დინამოელთა დაწინაურება, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. მატჩის 55- ე წუთზე კი ლევან ხარაბაძემ ითამაშა მეტოქის საჯარიმოში კარგად და ანგარიშ 2:1 გახადა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი 78- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ დასვა, მან აკაკი შულაიას სწრაფი გარღვევა და ზუსტი პასი გოლად გარდასახა და დინამომ 3:1 იმარჯვა. ამით თბილისელებმა თურქული შეკრება დაასრულეს და ხვალ სამშობლოში გამოემგზავრებიან. 4 მარტს კი დინამო ეროვნული ლიგის პირველ ტურში რუსთავს უმასპინძლებს.

 

დინამო 3:1 ორდაბასი

გოლი: 1:0 კიტეიშილი 23’ (პენ)  1:1 ტოლებეკი 40’  2:1 ხარაბაძე 55’  3:1 ზივზივაძე 78’

 

დინამო: ბულისკერია, რუხაია, ლუცევიჩი, კობოური, ხარაბაძე, ნინუა, ივანისენია (დარცმელია 89), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშილი, მარუსიჩი (ზივზივაძე 46)

ორდაბასი: ნარზიკულოვი, ბოჩაროვი, სიმჩევიჩი, კოვალჩუკი, ფონტანელო, დიაკატე, ერლანოვი, ტუნგიშბაევი, ტოლებეკი, დოსმაგამბეტოვი, ხიჟნიჩენკო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024