• Geo
  • Eng
23.02.2018
19 წლამდელებმა დესნა დაჯაბნეს

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ დღეს მეორე ამხანაგური მატჩი უკრაინის პირველლიგელ დესნასთან ჩაატარა და 3:0 დაჯაბნა მეტოქე. შეხვედრაში ვლადიმერ კაკაშვილმა სინჯებზე მყოფი უკრაინელი მაქსიმ მარუსიჩიც ათამაშა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა შეხვედრის პირველივე წუთებიდან მოიპოვეს და ინიციატივა ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. დაფიქსირებული ანგარიში კი უფრო სოლიდურიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მატჩის მეხუთე წუთზე მიხეილ ერგემლიძემ მარცხენა ფრთიდან შეუტია, საჯარიმოშიც ჩააწოდა იქ კი ყველას მაქსიმ მარუსიჩმა დაასწრო და ანგარიშ გახსნა. მე- 20 წუთზე უკრაინელი შემტევის აქტიურობას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ზუსტად ბექა დარცმელიამ შეასრულა და ანგარიშ 2:0 გახადა. მეორე ტაიმის დებიუტში ერგემლიძე გავიდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა ბოლო მომენტში ვეღარ აჯობა მეტოქის კიპერს. მომდევნო შეტევაში თაზო ბაბუნაძე აქტიურობდა, მისი დარტყმა მცირედით აცდა დესნას კარს. მატჩის 70- ე წუთზე გიორგი ხარშილაძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმულიც არაზუსტი გამოდგა. ორიოდე წუთში თბილისელებმა მაინც მოახერხეს დიდი ანგარიშის დაფიქსირება. შეტევის ბოლოს გიორგი გოგობერიშვილმა ითამაშა ტექნიკურად და 3:0. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს თბილისელებმა, მაგრამ აღარაფერი შეცვლილა.

 

U19 დინამო 3:0 დესნა

U19 დინამო: მამარდაშვილი, ნ. ბასარია, ძოწენიძე, უგრეხელიძე, გაბიტაშვილი, დარცმელია, ნინუა, ო. კიტეიშვილი, ერგემლიძე, ბაბუნაძე, მარუსიჩი (გაბუნია 46)

69- ე წუთზე მოედანზე შევიდნენ: ბერიაშვილი, აზაროვი, ა. ბასარია, გაბელაია, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, გ. ხარშილაძე, გოგობერიშვილი, კუტალაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024