• Geo
  • Eng
06.06.2018
უელსთან ისევ ფრე

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უელსთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ ფრეს დასჯერდა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, გოლები კი მატჩის ბოლოსკენ იხილა გულშემატკივარმა. ანგარიში სტუმრებმა 89- ე წუთზე პენალტით გახსნეს, ხოლო მატჩისათვის კომპენსირებულ მეორე წუთზე აკაკი შულაიას საგოლე გადაცემით გიორგი კოხრეიძემ იხეირა და შეხვედრაც 1:1 მორჩა. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის 2:2 დასრულდა. გია ცეცაძემ ძირითადში ორი დინამოელი - ლუკა ლოჩოშვილი და აკაკი შულაია ათამაშა. შეცვლაზე კი ოთო გოშაძე და დავით კობოური შევიდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024