მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეექვსე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისის ორი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი (4) და ახალგაზრდა მარცხენა მცველი - ლევან ხარაბაძე (2) შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში ადგილი ლევან ხარაბაძეს (3) ანდო.