საქართველოს თასის მეოთხედფილანის საპასუხი სეხვედრას, რომელსაც დინამოელები შინ, რუსთავის მეტალურგის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის. მატჩის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ზ. ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ბ. ნინუა შეასრულებს.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული სასკო 3:0 მაჭახელა გახლავთ. აღნიშნულ მატჩში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს მიმდინარე ჩემპიონატის მეცამეტე ტურის შეხვედრა დინამო 1:1 დილა იმსაჯა. თბილისში გამართულ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ოთარ ხეცაძემ სამჯერ გააფრთხილა (ხმალაძე–ხიზანეიშვილი, ფილიევი).
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
ოთარ ხეცაძე
===========================================
უმაღლესი ლიგა - 31 თამაში / 127 ყვითელი / 7 წითელი / 11 პენალტი
პირველი ლიგა - 41 თამაში / 147 ყვითელი / 11 წითელი / 11 პენალტი
მეორე ლიგა - 3 თამაში / 9 ყვითელი / 2 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 6 თამაში / 18 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი