• Geo
  • Eng
21.04.2018
დინამომ სიონს 2:1 მოუგო

დღეს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში ბოლნისის სიონმა დინამო თბილისს უმასპინძლა. შეიძლება ითქვას სტადიონზე მოუსლმა გულშემატკივარმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. შეხვედრის პირველი ნახევარი განსაკუთრრებული სახიფათო მომენტების გარეშე წარიმართა. აღსანიშნავია მატჩის დებიუტში მასპინძელთა მიერ განვითარებული შეტევა, როდესაც ზვიად სიხარულიამ ბურთი დინამოელთა კარის ძელს გაარტყა. დინამოელებს რამდენიმე სახიფათო შეტევა ჰქონდათ, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ტაიმის ბოლოსკენ კი მასპინძლებმა ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვეს. მეორე ტაიმი დინამოელთა სწრაფი შეტევით განახლდა და აღსანიშნავია, რომ მატჩის ბოლომდე ინიციატივა თბილისელებს ხელიდან არ გაუშვიათ. გიორგი ივანიშვილის გადაცემის შემდეგ ოთარ კიტეიშვილი თამაშობდა ტექნიკურად, საბოლოო დარტყმა ბუდუ ზივზივაძემ შეასრულა, ბურთი კი მასპინძელთა კარის ხარიხამ მოიგერია. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და მიჯრით ორი კუთხურიც მოაწოდეს. საპასუხოდ სიონის კონტრშეტევას საჯარიმო დარტყმა მოჰყვა, რომელიც გიორგი მიქაბერიძემ გოლად გარდასახა და მასპინძლები დააწინაურა. 66- ე წუთზე დინამოელთა შეტევა, ნიკა ნინუას დარტყმა კი ბოლო წამს მცველმა მოიგერია კუთხურზე. სამიოდე წუთში სტუმრებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, ოთარ კიტეიშვილის ქუსლით გაკეთებული პასი ბუდუ ზივზივაძემ მიიღო, მისი დსრტყმული კი მიხეილ მუჯრიშვილმა მოიგერია. სამაგიეროდ ამ მომენტიდან შემდეგ ეპიზოდში გუჯა რუხაიამ დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა 1:1. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და 73- ე წუთზე ნიკა ნინუამ ძლიერი დარტყმით დინამოელები დააწინაურა. ცოტახანში ძელმა ოთარ კიტეიშვილის დარტყმის შემდეგ კიდევ ერთხელ იხსნა სიონის კარი. 81- ე წუთზე უკვე ნიკა ძალამიძემ გაუშვა ხელიდან კარის აღების რეალური შესაძლებლობა. აკაკი შულაიას ჩაწოდებული ბურთი ნიკამ ზუსტად ვერ გადაგზავნა კარში. საბოლოოდ მატჩი დინამოელტა გამარჯვებით დასრულდა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი 27 აპრილს დინამო არენაზე ფოთის კოლხეთთან გამართავს.

 

სიონი  1:2  დინამო

 

გოლი: 1:0 მიქაბერიძე 56’  1:1 რუხაია 70’  1:2 ნინუა 73’

გაფრთხილება: ნოზაძე 52’  ივანისენია 55’  დვალი 57’ 

 

სიონი: მუჯრიშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე, გაფრინდაშვილი, ქიქავა, დათუნაიშვილი (ხმალაძე 74), სიხარულია, მიქაბერიძე (ბერიაშვილი 88), მანაგაძე (სამუშია 67), დვალი

დინამო: ბულისკერია, რუხაია, თოთაძე, კობოური, ხარაბაძე, ივანისენია (ქარდავა 86), ნინუა, შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ძალამიძე 69), ზივზივაძე (ერგემლიძე 90)

 

მსაჯი: ა. ნონიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024