დღეს დინამოს აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის მესამე საერთაშორისო ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დინამო თბილისის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ, სფფ- ს პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა - ირაკლი გვილავამ, დინამოს ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა, კაპიტანმა - ალექსანდრე ჩივაძემ და შემტევმა - ვლადიმერ გუცაევმა.