• Geo
  • Eng
24.04.2018
ჯენოამ ვიტესს აჯობა

დარასელიას თასის გათამაშების მესამე მატჩში ერთმანეთს ჯენოა და ვიტესი შეხვდნენ. მატჩში გენუელები მალევე გადავიდნენ აქტიურ შეტევებზე. იტალიელებმა სწრაფი თამაში შესთავაზეს მეტოქეს, უპირატესობაც იგდეს ხელთ და სამწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუტანეს ჰოლანდიელებს. მეხუთე წუთზე ანგარიში პიეტრო ვასალომ გახსნა, შემდეგ კი ტომაზო ბაშეროტიმ გამოიჩინა თავი. ვიტესმა თამაში გამოასწორა და ერთი ბურთის გაქვითვაც შესძლო. გოლი მელვინ ესაიასმა გაიტანა. ტაიმი 2:1 დასრულდა. მეორე ნახევარში ბაშეროტიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და თანაფარდობა აღადგინა. ჰოლანდიელთა რამდენიმე შეტევით მცდელობას კი შედეგი არ მოჰყვა და ჯენოამ 3:1 იმარჯვა.

 

ჯენოა 3:1 ვიტესი

გოლი: ვასალო 5’  ბაშეროტი 8’ 54’  ესაიასი 27;

გაფრთხილება: სვინკელსი, სტეფენი, ბაშეროტი

 

ჯენოა: დე ლა პინა, ბაშეროტი, ბოლკანო, ბროდო, კასტილიონე (ორვიეტო 60), დი ბელა, ფანჩინი (ბოჩი 45), ფოსატი (ანშარი 58), ინსოლიტო (პიკარდო 45), ნეში (ჯილიოტი 60), ვასალო (ბიაჯი 58)

ვიტესი: გადელა, ეუსტატია, ესახასი, ვან სტრენი (სანდერსი 36), სიურული, ვან ბეემი, დერკსენი (სტეფენი 36), სმიტი, ვან რიინი, სვინკელსი, სესაი (მუიტი 55)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024