• Geo
  • Eng
24.04.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეშვიდე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისის კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი (5) და მარცხენა მცველი - ლევან ხარაბაძე (3) შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში ლევან ხარაბაძესთან (4) ერთად გუჯა რუხაია დაასახელა. goal.ge- მ თერთმეტეულში ლევან ხარაბაძეს (4), ნიკა ნინუას და გუჯა რუხაიას ანდო ადგილი. adjarasport.com- მა მეშვიდე ტურის სიმბოლურში ასევე ლევან ხარაბაძე (3), ნიკა ნინუა და გუჯა რუხაია დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024