• Geo
  • Eng
07.03.2018
ნიკა ძალამიძე დინამოელია

საქართველოს ნაკრების 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე დინამოელია. ნიკამ ჩვენს კლუბთან ხელშეკრულებას წლის ბოლომდე მოაწერა ხელი. ნიკა ძალამიძე სხვადასხვა დროს ბაიას, ვიძევის, იაგელონიას, რიზესფორის და გორნიკის ღირსებას იცავდა, ბოლოს კი ბუქარესტის იუვენტუსში გამოდიოდა. მას ასევე ნათამაშები აქვს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024