ჩვენს კლუბსა და ნიკა ძალამიძეს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა და 26 წლის შემტევი დინამოს დაემშვიდობა.
ნიკა ძალამიძე: მადლობა მინდა ვუთხრა დინამოს ყველაფრისთვის. ამ კლუბმა მომცა შანსი და ჩემთვის რთულ პერიოდში შემადგენლობაში ამიყვანა. ჩემის მხრივ თავი არც მე დამიზოგავს. დინამოს წარმატებას ვუსურვებ და ვიმედოვნებ, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონატს ოქროს მედლებით დაასრულებს. მინდა მადლობა ვუთხრა გულშემატკივარს, ჩემს გუნდელებს, კლუბის ყველა თანამშრომელს და ხელმძღვანელობას. მოსვლის პირველივე დღიდან გუნდის ყველა წევრისგან განსაკუთრებულ თანადგომას ვგრძნობდი, რასაც ვაფასებ. მადლობა და გემშვიდობებით.
დინამო თბილისი მადლობას უხდის ნიკას გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.