მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ გუნდის გოლკიპერი - დემეტრე ბულისკერია (2) და ერთადერთი გოლის ავტორი დმიტრო ივანისენია შეიყვანა. goal.ge- მ თერთმეტეულში ლუკა ლოჩოშვილს (2) ანდო ადგილი. adjarasport.com- მა მეთოტხმეტე ტურის სიმბოლურში ლუკა ლოჩოშვილი და მარჯვენა ფლანგის მცველი გუჯა რუხაია (2) დაასახელა. ამავე საიტმა ტურის მწვრთნელად კახი კაჭარავა აღიარა.