დარასელიას თასის პირველი დღის ბოლო შეხვედრაში დინამო თბილისმა დინამო მინსკს უმასპინძლა. მატჩი ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და ინიციატივა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. შეხვედრა მაღალ რიტმში წარიმართა. თბილისელები ბევრს უტევდნენ და არაერთი ხელსაყრელი მომენტი გაატანეს ქარს. საპასუხოდ მინსელებსაც ჰქონდათ სახიფათო შეტევა და კარი ლუკა ხარშილაძემ იხსნა. მეორე ტაიმში დინამოელთა შეტევებმა შედეგი გამოიღო და 50- ე წუთზე ზაურ სიჭინავამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. სამიოდე წუთში გიორგი ჩხეტიანმა მეორედ აიღო მინსკელთა კარი და საფინალო შედეგიც დააფიქსირა. დინამო თბილისმა მინსკის დინამოს 2:0 აჯობა.
დინამო თბილისი 2:0 დინამო მინსკი
გოლი: სიჭინავა 50’ ჩხეტიანი 53’
გაფრთხილება: სიჭინავა, კოჟუხარენკო, კიემიდინოვი
დინამო თბილისი: ხარშილაძე, ხვადაგიანი, კვარაცხელია, ერაძე, მირზიკაშვილი, სიხარულაშვილი (ბაბლუანი 60), სიჭინავა, გაგნიძე (გოგობერიშვილი 68), აბუაშვილი (შაუთიძე 60), ჩხეტიანი, ზურაბიანი (იობაშვილი 51)
დინამო მინსკი: იურასოვი, ფირსოვი, კოჟუხარენკო (ბარანოვსკი 60), ავტუშკო, გრიცკევიჩი, ზაბარსკი (ციგანკოვი 55), ტუროვეცი (სოკოლი 23), ჟევნერენკო (საკოვსკი 60), ლოჟკინი (მირზაჟონოვი 55), ლატიხოვი, კიემიდინოვი