• Geo
  • Eng
26.04.2018
მინსკის დინამო ნახევარფინალშია

დღევანდელი დღის მესამე შეხვედრა ნახევარფინალში ესპანიოლის მეტოქეს არკვევდა. ერთმანეთს ჯენოა და მინსკის დინამო შეხვდნენ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მინსკელებმა უკეთ ითამაშეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიში მე- 5 წუთზე ალექსეი ფირსოვმა გახსნა. ხუთიოდე წუთში ვლადისლავ ლოჟკინმა 2:0 გახადა. ლოჟკინმა ამ შეხვედრაში ჰეთ თრიქი გაიფორმა, თუმცა მანამდე ალბი ანშარმა ერთი ბურთი გაქვითა, რასაც საპასუხოდ ლატიხოვის მეორე გოლი მოჰყვა. ამის შემდეგ ლოჟკინმა კიდევ ორი გოლი შეაგდო, მათ შორის კი ანტონიო ინსოლიტომ იყოჩაღა. საბოლოოდ დინამომ 5:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

 

დინამო მინსკი 5:2 ჯენოა

გოლი: ლატიხოვი (2), ლოჟკინი (3), ანშარი, ინსოლიტო

გაფრთხილება: ბიაჯი, კოჟუხარენკო

გაძევება: კოჟუხარენკო

 

დინამო მინსკი: იურასოვი, ფირსოვი, კოჟუხარენკო, ციგანკოვი (ტუროვეცი 54), ავტუშკო, გრიცკევიჩი, ლაბარსკი (ბარანოვსკი 41), საკოვსკი, ჟევნერენკო (სადოვსკი 36), ლოჟკინი, ლატიხოვი

ჯენოა: პაიტა, ბიაჯი, ბოჩი, ბოლკანო (ჯილიოტი 36), დი ბელა, ფოსატი (ფანჩინი 42), ინსოლინო, ანშარი, ნეში, ორვიეტო (კასტილიონე 49), პაიტა, ვასალო 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024