• Geo
  • Eng
29.04.2018
დარასელიას თასი ესპანიოლმა მოიპოვა

დინამო არენაზე წლევანდელი გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტროფეის მოსაპოვებლად ერთმანეთის პირისპირ ტურნირის ორი საუკეთესო გუნდი - დინამო თბილისი და ესპანიოლი წარდგნენ. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრა ფინალისთვის საკადრისი გამოდგა და ორივე გუნდმა ლამაზი ფეხბურთი აჩვენა დინამო არენაზე მოსულ არც ისე ცოტა გულშემატკივარს. გუნდებმა პირველივე წუთიდან სწრაფი ფეხბურთი გააჩაღეს და უკვე მეშვიდე წუთზე ჟერარ პერეირას კარგი თამაშით სტუმრები დაწინაურდნენ. თბილისელებმა უფრო უმატეს ტემპს და მიჯრით რამდენიმე ეპიზოდში ვერ მოახერხეს გოლის გატანა. მიზანთან ყველაზე ახლოს გიორგი აბუაშვილი გახლდათ, მისი დარტყმული ძელმა მოიგერია. დინამო უმატებდა შეტევებს, გოლი კი თავად მიიღო. მცველების მიერ გამოტანილი ბურთი საჯარიმოს მისადგომთან მატეო რეგატიიომ მიიღო და ზუსტად გადაგზავნა კარში. ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარში დინამომ უფრო დიდი სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და შეიძლება ითქვას დარჩენილი 40 წუთი დიდ წნეხში ჰყავდა მეტოქე, თუმცა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს თბილისელებმა გოლის გატანა. 44- ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ირაკლი აზაროვმა, რომელმაც დარჩენილი დრო ყველაზე აქტიურად ჩაატარა, ვერ მოახერხა პენალტის გატანა. ბურთი მეკარემ მოიგერია. ათიოდე წუთში ისევ აზაროვის აქტიურობა და ჯადული იობაშვილმა ზუსტი დარტყმით შეამცირა სხვაობა. დინამო დარჩენილ დროში სულ უტევდა, ბოლო მომენტში კი სიზუსტე აკლდებოდათ. აზაროვის აქტიურობას იობაშვილი თავურით ასრულებდა და სულ მცირედით ააცილა. ზაურ სიჭინავას დარტყმულიც სანტიმეტრებში აცდა ესპანიოლის კარს. მომდევნო შეტევაში აზაროვის ჩაწოდებული და ისევ აბუაშვილი, მისი დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან ხვდება. მეოთხმოცე წუთზე ნიკა სიხარულაშვილს შეეძლო გათანაბრება, მაგრამ მისი დარტყმული დაუცველი კარიდან მცველმა გამოიტანა. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და ესპანიოლმა გამარჯვება მოიპოვა.

 

დინამო 1:2 ესპანიოლი

გოლი: პერეირა 7’  რეგატიიო 36’  იობაშვილი 57’

გაფრთხილება: კონატე, ჟისპერი

 

დინამო: ხარშილაძე, კვარაცხელია (ბაბლუანი 55), ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, გაგნიძე (აზაროვი 41), მორჩილაძე, სიჭინავა, იობაშვილი, აბუაშვილი, ჩხეტიანი (სიხარულაშვილი 30)

ესპანიოლი: ერვასი (პლაზა 41), დ. მოლინა, პერეირა, კონატე, დე ლას ერასი (ფელისესი 41), კუენკა, პ. მოლინა, რეგატიიო (ჟისპერი 41), რამოსი, კასტელი, ნიეტო

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024