• Geo
  • Eng
28.04.2018
ესპანიოლი ფინალშია

დარასელიას თასზე ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ ესპანიოლი და დინამო მინსკი წარდგნენ. თავიდანვე აღნიშვნის ღირსია, რომ მთელი შეხვედრა ესპანელთა კოლოსალური უპირატესობით წარიმართა, თუმცა ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნა. ერიკ კუენკამ ტაიმის დებიუტში მოხდენილი მაკრატელა გაიტანა. 55- ე და 57- ე წუთებზე კი მატეო რეგატიიომ და ერიკ კუენკამ საბოლოო წერტილი დასვეს შეხვედრაში. ესპანიოლი ხვალ დინამო არენაზე ფინალურ შეხვედრაში იასპარეზებს. დინამო მინსკი კი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებს.

 

ესპანიოლი 3:0 დინამო მინსკი

გოლი: კუენკა (2), რეგატიიო

 

ესპანიოლი: ელ ილალი, პერეირა, კონატე, მოლინო, დე ლას ერასი, კუენკა, პ. მოლინა, რამოსი, რეგატიიო, ფელისესი (ნიეტო 40), ჟისპერი (ჟუსტო 36)

დინამო მინსკი: იურასოვი, ფირსოვი, კოჟუხარენკო, ციგანკოვი (ტუროვეცი 67), ავტუშკო, ლაბარსკი (მირზაჟონოვი 61), სოკოლი, საკოვსკი, ჟევნერენკო, ლოჟკინი, ლატიხოვი (კიემიდინოვი 60)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024