დინამო თბილისის 15 და 17 წლამდე გუნდებმა ოქროს ლიგაში მორიგი მატჩები ჩაატარეს. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები საბურთალოს ეთამაშნენ და დაძაბულ პაექრობაში 0:1 დამარცხდნენ. რაც შეეხება გოჩა ჩიქოვანის გუნდს, ისინი მარტვილში მერანს შეხვდნენ და 1:0 იმარჯვეს. ზუსტი დარტყმით მორჩილაძემ გამოიჩინა თავი, რომელმაც წინა ტურში საბურთალოსაც გაუტანა გოლი. ოქროს ლიგაში საზაფხულო შესვენება გამოცხადდა და გუნდები დაახლოებით ერთი თვე შეისვენებენ.
U17 დინამო: კუტალაძე, მელიქიშვილი, ჭავჭანიძე, ქველაძე, წაქაძე (ერაძე), მექვაბიშვილი, კოპალეიშვილი (კაჭარავა), ფარულავა (სანებლიძე), ჩარკვინი (თუდები), მორჩილაძე, ლომთაძე (ჩიჩუა)
U15 დინამო: შურღაია, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, ხვადაგიანი, უბილავა, გაგნიძე, აბუაშვილი, სიჭინავა (სიხარულაშვილი 17, შენგელია 36), ჩხეტიანი, ბაბლუანი (გოგობერიშვილი 31), იობაშვილი