• Geo
  • Eng
30.04.2018
დინამოელები სიმბოლურში

მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის სიმბოლური გუნდის შედგენას რამდენიმე სპორტული გამოცემა უთმობს ადგილს. ჩემპიონატის მერვე ტურის სიმბოლურ გუნდში გაზეთმა ლელომ დინამო თბილისის კაპიტანი - ოთარ კიტეიშვილი (6) და ლევან ხარაბაძე (4) შეიყვანა. sportall.ge- მ საუკეთესო გუნდში ჩვენი ათიანი ოთარ კიტეიშვილი (5) დაასახელა. goal.ge- მ თერთმეტეულში ოთარ კიტეიშვილს (4) და ბუდუ ზივზივაძეს (3) ანდო ადგილი. adjarasport.com- მა მერვე ტურის სიმბოლურში ოთარ კიტეიშვილი (5), ლევან ხარაბაძე (4), ბუდუ ზივზივაძე (3) და ნიკა ნინუა (2) დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024